ბაჩუკი ზურაბიშვილი ევროპის ჩემპიონია

0

ბოლნისელმა ბაჩუკი ზურაბიშვილმა თებერვალში ბაქოში კიკბოქსინგში გამართულ ევროპის   ახალგაზრდულ  ჩემპიონატზე  წარმატებით იასპარეზა. მან ფინალურ შეხვედრამდე ირანელი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები დაამარცხა და ფინალში უძლიერეს რუს სპორტსმენთან იასპარეზა, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ წარმატებამდე კი ბაჩუკი იყო საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი,  საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი და პირველი ადგილის მფლობელი, როგორც თავად ამბობს, წარმატების მისაღწევად ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად გონიერება და ტექნიკურობაც ძალზედ მნიშვნელოვანია.  სწორედ ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდა სპორტსმენი ბევრს მუშაობს ფიზიკური ძალის გასაუმჯობესებლად, აქვს მძიმე და რთული სამუშაო გრაფიკი, რადგან იგი სულ რამოდენიმე დღეში სალიცენზიო რინგზე პროფესიონალურ ბოქსში მიიღებს მონაწილეობას და წარმატებით დასრულებული ასპარეზობის შემდეგ ჰოლანდიაში საქართველოს სახელით გაემგზავრება.

„სპორტის ამ სახეობით 8 წლის ასაკში დავინტერესდი. იმ დღიდან ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ფიზიკურ შრომასთან ერთად მნიშვნელოვანია მონდომება, გონიერება და ტექნიკურობა. მაქვს არა ერთი საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება, ვარ არა ერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი. ბევრს ვვარჯიშობ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვსდგე ჩვენს ქვეყანაში ბოლნისის სახელით, ქვეყნის გარეთ კი საქართველოს სახელით“.  აღნიშნა ბაჩუკი ზურაბიშვილმა.


Share.

Leave A Reply