„ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში ხუთი პროექტი დაფინანსდა

0

„სპორტი – მეგობრობისა და ჯანმრთელობის საფუძველი“, „განათლების დონე“, „წიგნი ჩვენი სულიერი საზრდოა“, “გავხდეთ პოლიგლოტები“, „ჩვენი ენა ქართული“. აღნიშნული პროექტები ევროკავშირის ფონდის მიერ „ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში დაფინანსდა და ბოლნისის საჯარო სკოლებში განხორციელდება. „ახალგაზრდული იდეის“ კომიტეტის წევრებმა და პროექტების ავტორებმა გასული წელი შეაჯამეს და ახალი პროექტების პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში წარმოადგინეს.

„ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები  ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობას და ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები და მიიღონ გამოცდილება.

პროექტი მეორე წელია  ხორციელდება, რომელშიც ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები, კონკრეტული პროექტების გარდა ისინი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს აწყობენ.

„გასულ წელს იყო  პროექტის პირველი ეტაპი, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი  ბავშვებმა. წელს კიდევ ხუთი საინტერესო პროექტი დაფინანსდება,  რაც ნამდვილად მისასალმებელია. „ახალგაზრდული იდეის“ განხორციელება მნიშვნელოვანია მთელი ბოლნისისთვის, რადგან, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება  ჩართული მსგავს პროექტებში, მით უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებენ, გაიღრმავებენ ცოდნას ამა თუ იმ სფეროში, განათლებული და აქტიური ახალგაზრდები კი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია“, განაცხადა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა ახალგაზრდულ საკითხებში გიორგი საცკოვმა.


Share.

Leave A Reply