,,არემჯი”-მ დმანისის მართვე დააფინანსა

0

მიმდინარე წლიდან კომპანია ,,არემჯი”-მ დმანისში, ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მართვეს” დაფინანსება დაიწყო, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ემზადებიან. ,,მართვე” დაფინანსების შემდგომ ახალი შემადგენლობით, 24 მარტს პირველად ჩაერთო საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ადგილობრივი მკვიდრის შუქრი ჩხეტიანის დასახმარებლად გაიმართა.

“არემჯი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნიკოლოზ კარიჭაშვილთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ყოველთვიური დაფინანსების შედეგად ქორეოგრაფიულ სტუდიას, სადაც 124 მოცეკვავე ირიცხება, ასევე  დაუბრუნდნენ ანსამბლის ყოფილი წევრები. „მართვეს“ შეუერთდნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ვერ იხდიდნენ სწავლების გადასახადს.

„არემჯი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კარიჭაშვილის განმარტებით ეს იმ ქველმოქმედების გაგრძელებაა, რომელიც კომპანიამ დაიწყო სამი წლის წინ დაბა კაზრეთში კულტურისა და სპორტის სფეროების დაფინანსებით, რითაც  ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. აღსანიშნავია, რომ  „არემჯი“ წლების მანძილზე აფინანსებს კაზრეთში არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს: „მართვესა“ და „მადნეულს“.


Share.

Leave A Reply