რა სიურპრიზი გაუკეთა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს”

0

მუნიციპალიტეტის გამგებელი ბოლნისის “ეტალონ მოსწავლეს”  ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონმა“ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისის ძიუდოს დარბაზში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩაატარა. შეჯიბრში ბოლნისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები  ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებული კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლე ლიკა უგრეხელიძე გახდა.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო  სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და გულშემატკივრებს „ეტალონის“ ათწლიანი განვლილი გზა შეახსენა. ინტელექტუალურ ჩემპიონატს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქვემო ქართლის გუბერატორის მოადგილე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის  უფროსი და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგნელები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიურპრიზის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს თამაშის დაწყებამდე მიაწოდა.

დღევანდელ ინტელექტ-შეჯიბრში გამარჯვებული ბოლნისის „ეტალონ მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლიკა უგრეხელიძე გაზაფხულზე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ეტალონი 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ავლენს „ეტალონ- მოსწავლეს“. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.


მასალის გამოყენების წესი : რედაქციასთან შეუთანხმებლად დასაშვებია მასალის მხოლოდ ამონარიდის გამოყენება, ლინკის მითითებით!


Share.

Leave A Reply