ნუკრი ანდრიაძე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლე გოგონებს შეხვდა

0

დღეს ბოლნისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების „თავმჯდოარე ნუკრი ანდრიაძე მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლე გოგონებს შეხვდა. ანდრიაძესთან შეხვედრამე სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ ჟორჟოლიანმა სამუშაო ოთახში უმასპინძლა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ , „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონების ინიციატივები“. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს სტუმრობდნენ მოსწავლეები.  შეხვედრაზე ნუკრი ანდრიაძემ მოსწავლეებთან გენდერულ საკითხებზე , ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.გოგონები დაინტერესდნენ თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში.

„ვფიქრობ , საინტერესო შეხვედრა იყო.მიხარია, რომ ახალგაზრდებმა მკაფიოდ გამოხატეს შემდგომში სწავლის გაგრძელების სურვილი და მზად არიან იყვნენ აქტიური მოქალაქეები, მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას“- განაცხადა ნუკრი ანდრიაძემ.

საკრებულოს იურისტმა გიორგი მაზანაშვილმა კი დამსწრეებს დეტალურად გააცნო წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის წევრის, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ოფისს ესტუმრნენ,სადაც გაეცნენ ბიუროს ფუნქციასა და მუშაობის სპეციფიკას.


Share.

Leave A Reply