კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრმა ბოლნისში შეხვედრა გამართა

0

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრმა „ევროპა საქართველოსთვის“ რეგიონალური შეხვედრის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი კოოპერატივების, ფერმერების, მეწარმეებისა და დაინტერესებული პირებისთვის, ასოცირების ხელშეკრულების და DCFTA-ის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ.

ზურაბ მოდებაძე, Europa for Georgia მკვლევარი ანალიტიკოსი:

-ასოცირების შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური ხელშეკრულებაა, რომლის შესახებაც ინფორმაციის გავრცელება ძალზედ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა ვერ მიიღეს ევროკავშირთან სიახლოვით სარგებელი, ვერ ააწყვეს ბიზნესი, ვერ მოახერხეს თავისი საწარმოების თანამედროვე, ახალ სტანდარტებზე გადაყვანა, მაშინ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება და ნაკლები შანსი გვაქვს ევროკავშირთან სიახლოვის. სწორედ ამიტომ ჩვენ დავდივართ რეგიონებში და ადამიანებს ვაცნობთ ამ ხელშეკრულების დადებით მხარეებს, რაც აუცილებლად მოგვიტანს ევროკავშირთან ინტეგრაციას.


Share.

Leave A Reply