გოგი მეშველიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

0
ბოლნისის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი მეორე თვეა ტრადიციულად არასასესიო კვირის ყოველ მეორე სამშაბათს მოსახლეობას ხვდება, ისმენს მათ პრობლემებს და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას უწევს. დღესაც , გოგი მეშველიანი, ბიუროს ოფისში 50-ამდე ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა სახის პრობლემებს გაეცნო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანთან შეხვედრა, მათი პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა. ამომრჩეველს დავპირდი, რომ მათთან მექნებოდა შეუზღუდავი კომუნიკაცია და რა თქმა უნდა გვაქვს უწყვეტი ურთიერთობა მოსახლეობასთან, ის დიდი ნდობა , რომელიც გამოგვიცხადა ჩვენმა ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა გავამართლოდ , ვცდილობ შესაძლებლობების ფარგლებში თითოეულს აღმოვუჩინო დახმარება და ჩემი კომპეტეციის ფარგლებში ჩავერთო არსებული პრობლემების მოგვარებაში.“-განაცხადა გოგი მეშველიანმა.

Share.

Comments are closed.