გერმანული ფონდი ბოლნისში საბავშო მოედნის კეთილმოწყობის პროცესში, მოხალისე ახალგაზრდებს დაასაქმებს

0

ფონდი ,,ებერჰარდ შიოკი” მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქალაქ ბოლნისში, საბავშვო მოედნის კეთილმოწყობას გეგმავს. საჩუქარი, რომელსაც ფონდი მუნიციპალიტეტს გაუკეთებს, გერმანელი მიგრანტების საქართველოში ჩამოსვლის 200 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ფონდ ,,ებერჰარდ შიოკის” წარმომადგენლობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე, აღნიშნული ფონდის წარმომადგენლებმა, მასპინძლებთან პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. ხელოვანმა და ხის მოქანდაკე იორგ შულცემ, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს აცნობა, რომ მის მიერ წარდგნილმა პროექტმა საქართველოში გერმანიის საელჩოს მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და 5 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
როგორც იორგ შულცემ შეხვედრისას განაცხადა, სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყება და დასრულებულ სახეს 2 თვეში მიიღებს. პროექტის ავტორმა მუნიციპალიტეტის გამგებელს განუმარტა, რომ საბავშო მოედნის კეთილმოწყობის პროცესში, მოხალისე ახალგაზრდებს დაასაქმებს , რომლებსაც გამოცდილი მოქანდაკე ადგილზე შეასწავლის ხის დამუშავებასა და შემდგომში მათ სწორად გამოყენებას, გაიცემა ასევე შესაბამისი სერთიფიკატიც.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში საბავშვო მოედნის კეთილმოწყობის პროექტი დადებითად შეაფასა და მზაობა გამოთქვა მის ეფექტურად დასრულებაში ფონდს მხარდაჭერა გაუწიოს.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო საბავშვო მოედნის ირგვლივ დამატებით მოეწყობა მინი საცეკვაო დარბაზი.


Share.

Comments are closed.