ბოლნისში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა გაგრძელდება

0

საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან, რომლის ფარგლებშიც ბოლნისში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა გაგრძელდება.

დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკურიძემ დადგენილების პროექტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება, (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 6)“- წარადგინა დეპუტატების წინაშე. მისი განმარტებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს, 2011-2019 წლებში 500 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლიც ფარგლებშიც ხუთი ტრანში უკვე გამოყოფილია და მისი ჯამური მოცულობა დაახლოებით 401 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტების თანახმად, ბანკი საქართველოს, სესხის სახით, 99 მლნ. აშშ დოლარს გამოუყოფს, რომლითაც მარნეულში, ბოლნისში და ჭიათურაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობები დაფინანსდება. სესხის ხანგრძლივობაა 25 წელია, მათ შორის 12 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დაფუძნებული LIBOR-ზე. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულდეს.

წყაროhttp://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenaruli-sxdomebi_news/parlamentis-plenaruli-sxdoma09022017.page


Share.

Comments are closed.