ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცენარეთა სანიტარული ჭრა მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცენარეთა სანიტარული ჭრა მიმდინარეობს. სოფელ ნახიდურის გზაზე გამწვანების სამსახურმა სანიტარული ჭრის ღონისძიებები განახორციელა, რაც საღი მცენარეების დაავადების პრევენციული ღონისძიებაა და მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
სანიტარული ჭრის შემდეგ, სამსახურის თანამშრომლებმა მოჭრილი ხეები სოფელ ქვემო ბოლნისში ერთ და ქალაქ ბოლნისში სამ ოჯახს მიუტანეს საშეშე მერქნად.


Share.

Comments are closed.