ბოლნისის კულტურის სახლში ლეილა ალადაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა კიდევ ერთ ლამაზ საღამოს უმასპინძლა. ღვაწლმოსილ პედაგოგს, ყოფილ დირექტორს და სკოლის დამაარსებელს ლეილა ალადაშვილს 70 წელი შეუსრულდა.

№ 5 საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებლები გაერთიანდნენ და ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დამაარსებელს, საყვარელ პედაგოგს ქალბატონ ლეილას იუბილეზე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გაჯერებული ლამაზი საღამო აჩუქეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე მილოცვები.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, მაჟრიტარი დეპუტატის ბიუროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოქმედი და ყოფილი მოსწავლეები – ეს იმ ადამიანებს არასრული ჩამონათვალია, ვინც იუბილარს მისთვის მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი“ საკუთარი ცეკვით წარსდგა მაყურებლის წინაშე, რასაც მოჰყვა სხვა კულტურული აქტივობები.

დასასრულს ქალბატონმა ლეილამ ღონისძიების ორგანიზატორს № 5 საჯარო სკოლას და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

მასალის გამოყენების წესი : რედაქციასთან შეუთანხმებლად დასაშვებია მასალის მხოლოდ ამონარიდის გამოყენება, ლინკის მითითებით!


Share.

Comments are closed.