ბოლნისში კომაროვის „შაბათის სკოლა“ იხსნება!

0

იმის მიუხედავად, რომ „კომაროვის“ სკოლა თბილისში მდებარეობს. იგი მთელი საქართველოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოგეხსენებათ, რომ „კომაროვის“ სკოლას აქვს კეთილმოწყობილი პანსიონი, სადაც რეგიონებიდან 100 საუკეთესო მოსწავლე მუდმივად ცხოვრობს და განათლებას   იღებს სრულიად უფასოდ.

საშაბათო სკოლის რეგიონში გახსნა ხელს შეუწყობს უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენასა და მომავალში მათ წინსვლას.

გაკვეთილებს ჩაატარებენ „კომაროვის“ სკოლის მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები. გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი, 15 წუთიანი შესვენებით და ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა,  ბოლო წერის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსურველები ჩაირიცხებიან აღნიშნულ სასწავლებელში.

სწავლის საფასური იქნება თვეში 40 ლარი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, რეგისტრაციისთვის და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართეთ №1 საჯარო სკოლის დირექტორს.

ტელ: 591 990 591 ირმა წაქაძე

551 192 958  იზა ლოსაბერიძე.


Share.

Comments are closed.