„ჩვენი სიყვარული უსაზღვრებოა – სამოქალაქო განვითარების ფონდმა მორიგი აქცია მოაწყო

0

სიყვარულით დაწყებული ქველმოქმედება გრძელდება. პროექტმა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია დღეს ვალერი გოგოლაძის ოცნება რეალობად აქცია. სამოქალაქო განვითარების ფონდის ორგანიზებითა და კეთილი ადამიანების მიერ გაღებული თანხით დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა მეუფესთან და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან ერთად პორტატული კომპიუტეტი ვალერის გადასცა. ფონდის ინიციატივით ღონისძიება სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადში” გაგრძელდა, სადაც სტუმრებს ცენტრის აღსაზრდელები ელოდნენ. მეუფემ ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად პატარები დალოცა და მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერა. სიყვარულით დაწყებული დღე ანსამბლ ,,ბოლნელამ’’ და ბორის ბედიამ გაალამაზეს.

სამოქალაქო განვითარების ფონდმა სლოგანით ,,ჩვენი სიყვარული უსაზღვრებოა’’ ბოლნისში მეორე აქცია მოაწყო. კეთილი საქმისთვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმართველობა გააერთიანდა, სხვების დახმარება და თანადგომა მათ ქველმოქმედებით გამოხატეს. პანსიონატ ,,ჭაღარას” ‘’ შემდეგ მრევლის მიერ გაღებული ნობათი სარეაბილიტაციო ცენტრში მიიტანეს.


Share.

Comments are closed.