პროექტის „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში გამართულ სემინარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ

0

იგპ ასოციაცია „თანხმობამ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პროექტ „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მოაწყო.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა მადრიდის მოქმედი გეგმის განხორციელების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი პრობლემების  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაცნობას და ერთობლივად გამოსვლის ძიებას, იმისთვის, რომ დაცულ და ღირსეულ პირობებში იცხოვრონ ხანდაზმულებმა. პროექტს იგპ ქალთა ასოციაცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანდაზმულთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვაზე ზრუნვას.

„ღირსეული სიბერე“ გორისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. აღნიშნული კუთხით დაბა კაზრეთში გახსნილი დღის ცენტრის სერვისით ასამდე ხანდაზმული სარგებლობს.

აღნიშნულ ცენტრებში მუშაობენ: სოცმუშაკები, ექთნები, ფსიქოლოგი, იურისტი. ცენტრებში პერიოდულად  ჩადის ორგანიზაციის სამედიცინო მობილური ჯგუფი და ბენეფიციარებს უწევს უფასო სამედიცინო კონსულტაციას და ურიგებს მათ საჭირო  მედიკამენტებს. ამას გარდა, ბენეფიციარები დღის განმავლობაში სარგებლობენ ბიბლიოთეკით, თამაშობენ სამაგიდო თამაშებს და მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში.


Share.

Comments are closed.