ნახატების კონკურსი ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისთვის

0

8 მარტის დღესასწაულისთვის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შვილები და შვილიშვილები შეძლებენ. გამარჯვებულების ნახატებისგან დამზადდება სადღესასწაულო მისალოცი ბარათები, რომლებიც 8 მარტს ქალბატონ ვეტერანებს დაურიგდებათ. კონკურსის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ვეტერანთა შვილების ნამუშევრები და ხელი შეუწყოს შემოქმედი ახალგაზრდების ნიჭის განვითარებას.

კონკურსის პირობები: საკონკურსოდ კონკურსანტისგან მიიღება ნახატები (ფერწერა,გრაფიკა) , რომლებიც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უნდა აიტვირთოს. ნახატების მიღება 7 თებერვლამდე გაგრძელდება. კონკურსში იქნება სამი საპრიზო ადგილი. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვანი ვეტერანები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. I ადგილი – პლანშეტი II ადგილი – ელექტრონული წიგნი (ქინდლი) III სახატავი აქსესუარები კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. 8 მარტს კონკურსში მონაწილე ყველა პატარა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სადაც გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საკონკურსო ნაშრომები მიიღება სამსახურის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, ტელეფონის ნომერი (მობილური და სახლის). https://www.facebook.com/veteranebi/ 032 248 16 26


Share.

Comments are closed.