„მისი წყალობით მარიამი ფეხზე დგას და მალე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება”

0

მკითხველის კუთხე

„ჩემი მარიამი ჯერ მხოლოდ 13 წლის არის, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი, უყვარს სწავლა, თუმცა ერთი წელია სკოლაში ვერ დადის,” – გვიამბობს მარიამის დედა და ემოციებს ვერ მალავს.

მარიამ ჭითანავას სამი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ბოლოს კი დაავადება გართულდა, რამაც ოპერაციის საჭიროება გამოიწვია. ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა.

„ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშრებული, რისი საშუალებაც აღარ გვქონდა, ყველანაირი რესურსი ამოგვეწურა. ოპერაციისთვის საჭირო თანხის სრულად შეგროვების იმედი გადაგვეწურა. დახმარებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით შერაზადიშვილს მივმართე. მან გულდასმით მომისმინა, გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი, რაც მის თვალებში ჩანდა და თანხა, რომელიც ოპერაციისთვის გვაკლდებოდა სრულად გადაგვირიცხა. მისი წყალობით მარიამი ისევ ფეხზე დგას და მალე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება. დედისთვის ყველაზე დიდი ტკივილიცა და სიხარულიც შვილია, ეს სიხარული კი თქვენ დამიბრუნეთ ბატონო დავით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყველა იმ სიკეთისთვის რომელსაც თქვენ აკეთებთ.”

გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა, მარიამის დედა მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის ყველა იმ სამსახურის უფროსსა და თანამშრომელს, რომლებმაც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანეს მისი შვილის გამოჯანმრთელებაში.

 


Share.

Comments are closed.