მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისში ს/კ „სიონის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ბიუროს ოფისში, ბოლნისში ფეხბურთის განვითრებაზე და საფეხბურთო კლუბ „სიონის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძე, კომპანია „RMG’“-ის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ კარიჭაშვილი და „სიონი“-ს გენერალური დირექტორი ბუბა ტყავაძე ესწრებოდნენ. „ვიმსჯელეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს გუნდისა და გულშემატკივარისთვის ს/კ “სიონის” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას და დავსახეთ სამოქმედო გეგმა. #ს/კ „სიონმა“ უნდა ითამაშოს უმაღლეს ლიგაში!” – განაცხადა BOLNISI.GE -სთან საუბრისას გოგი მეშველიანმა.

მასალის გამოყენების წესი : რედაქციასთან შეუთანხმებლად დასაშვებია მასალის მხოლოდ ამონარიდის გამოყენება, ლინკის მითითებით!


Share.

Comments are closed.