დასუფთავების მასშტაბური აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია იწყება. კამპანია დღეს სოფელ ცურტავსა და დაბა თამარისის ტერიტორიიდან დაიწყო. მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის აქტივობისა დასუფთავების კუთხით, ღნიშნულ ტერიტორიებზე სიტუაცია მაინც განსაკუთრებით მძიმეა. რამდენიმე ადგილზე სტიქიური ნაგავსაყრელია შექმნილი. ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გაწმინდა, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მადგილემ მიიღეს. საჯარო მოხელეებმა ტერიტორია ეკალ-ბარდებისგან, პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან გაასუფთავეს. შეგროვილი ნარჩენების გატანა  კომუნალური მეურნეობის სამსახურმა  უზრუნველყო.

მასალის გამოყენების წესი : რედაქციასთან შეუთანხმებლად დასაშვებია მასალის მხოლოდ ამონარიდის გამოყენება, ლინკის მითითებით!


Share.

Comments are closed.