გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალურ დასს ქართული თეატრის დღე მიულოცა

0

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება, მინდა ეს თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალურ დასს, ვუსურვო წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა. ქართული თეატრის დღეს, საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი, გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა, ხოლო ბოლნისის თეატრის ისტორია 1942 წლიდან იწყება, როდესაც 25 თებერვალს შემოქმედებითმა დასმა ბოლნისის სცენაზე პირველი სპექტაკლი ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარადგინა. ბოლნისის თეატრის მსახიობებმა მრავალი წლის მანძილზე თეატრის ისტორია შექმნეს. შემოქმედებითმა ჯგუფმა გენიალური სპექტაკლებით სახელი მოუხვეჭა თეატრს და არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა, რითაც სახელი გაუთქვა არა მხოლოდ ბოლნისს, არამედ საქართველოს. თეატრალურ დასს ბოლნისის კულტურული ცხოვრების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს. ჩვენ, ჩვენის მხრივ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ უფრო მეტად აღორძინდეს ქართული თეატრი , რაც ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ , საუკეთესო სურვილებით. პატივისცემით, გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტის წევრი.


Share.

Comments are closed.