გოგი მეშველიანი გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის ორდენების გადაცემის ცერემონიას დაესწრო

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, პარლამენტის წევრებთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის ორდენების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

2016 წლის 30 დეკემბერს 9 ვეტერანის ოჯახს უკვე გადაეცა ვახტანგ გორგასლის ორდენები, ამჯერად ჯილდო 19 მებრძოლის ოჯახს გადასცეს. სახელმწიფო უწყების სახელით მათ საახალწლო საჩუქრებიც დაურიგდათ. ცერემონიას ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ვეტერანები და დაღუპულ ჯარისკაცთა თანამებრძოლები ესწრებოდნენ.


Share.

Comments are closed.