ფონდ ,,ებერჰარდ შიოკის” საჩუქარი ბოლნისის მუნიციპალიტეტს

0

15403810_1348447755216340_1609851351103631016_oფონდი ,,ებერჰარდ შიოკი” მომავალი წლის გაზაფხულზე, ქალაქ ბოლნისში, საბავშვო მოედნის კეთილმოწყობას გეგმავს. საჩუქარი, რომელსაც ფონდი მუნიციპალიტეტს გაუკეთებს, გერმანელი მიგრანტების საქართველოში ჩამოსვლის 200 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ფონდ ,,ებერჰარდ შიოკის” წარმომადგენლობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე, აღნიშნული ფონდის წარმომადგენლებმა, მასპინძლებს სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ხელოვანმა და ხის მოქანდაკე იორგ შულცემ, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს საკუთარი პროექტი წარუდგინა.
როგორც იორგ შულცემ შეხვედრისას განაცხადა, სამუშაოები მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და დასრულებულ სახეს 2 თვეში მიიღებს. პროექტის ავტორმა მუნიციპალიტეტის გამგებელს განუმარტა, რომ საბავშო მოედნის კეთილმოწყობის პროცესში, მოხალისე ახალგაზრდებსაც შეუძლიათ ჩაერთონ, რომლებსაც გამოცდილი მოქანდაკე ადგილზე შეასწავლის ხის დამუშავებასა და შემდგომში მათ სწორად გამოყენებას, გაიცემა ასევე შესაბამისი სერთიფიკატიც.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში საბავშვო მოედნის კეთილმოწყობის პროექტი დადებითად შეაფასა და მზაობა გამოთქვა მის ეფექტურად დასრულებაში ფონდს მხარდაჭერა გაუწიოს.
ფონდ ,,ებერჰარდ შიოკის” წარმომადგენლებმა დღესვე სავარაუდო ტერიტორიაც შეარჩიეს, სადაც მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო საბავშვო მოედანი მოეწყობა.

15578236_1348448368549612_1267868029591362135_o


Share.

Comments are closed.