,,სამოქალაქო განვითარების ფონდმა“ პირველი ოფიციალური ღონისძიება გამართა

0

15727025_1361777707216678_1105650356371697263_n,ჩვენი სიყვარული უსაზღვროა“ -ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შედგა. მოხუცთა სახლს ,,ჭაღარას’’ ფონდის დამფუძნებელმა დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა მრევლის მიერ გაღებული საკვები პროდუქტები და ტანისამოსი გადასცა. მოხუცთა სახლის ბინადრებმა მამაოსთან ერთად წარმოთქვეს მამაო ჩვენო, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელსაც საკუთარი ლექსების კრებულიც აქვს, ბოლნისზე ლექსი წაიკითხა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით შერაზადიშვილს უძღვნა. სამოქალაქო განვითარების ფონდი 2012 წელს დაფუძნდა და სტარტი მოხუცთა სახლში განხორციელებული ქველმოქმედებით აიღო. როგორც ფონდის დამფუძნებელი აღნიშნავს, პირველი ნაბიჯები ქრისტეს მცნების მიხედვით, პირველმა მცნებამ შთააგონა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ბენეფიციარები ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში გადმოიყვანეს, სადაც მათთვის ღონისძიება მოეწყო. საღამოს aformebdnen ფოლკლორული ანსამბლი ბოლნელა და სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მომღერალი მარიკო ებრალიძე. ,,რომ არა ჯარი სიკეთის კეთებსთვიას გაერთიანებული ადამიანებისა ეს დღე არ სედგებოდა“ ასე მიმართა მამა ბასილმა ღონისძიების დასასრულს იქ სეკრებილ საზოგადოებას. სიყვარულზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ პირველივე აქციაზე მთელი ბოლნისი გააერთიანა. აღნისნული ორგანიზაცია მომავალში სიკეთის კეთებითვის მტელ ბოლნისს გააერთიანებს.


Share.

Comments are closed.