დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის რეგიონში კერძო ვეტერინარიის განვითარების მიზნით, მოქმედ ვეტერინარებისთვის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითად მიზანს, სამიზნე რეგიონებში ვეტერინართა ასოციაციის ჩამოყალიბება და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს თანამედროვე ვეტერინარული სერვისით მომსახურებას.
იოსებ ხომიზურაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რეგიონალური კოორდინატორი:
-ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანია შეიქმნას ვეტერინართა რეგიონალური ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო ვეტსექტორის განვითარებას პროფესიონალური ნიშნით და საშუალებას მისცემს ვეტერინარებს ფეხი აუწყონ ევროპულ სტანდარტებს.