ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი 33 ა და DJ GROTASK – ცნობილმა შემსრულებლებმა ბოლნისელთა საახალწლო განწყობაზე იზრუნეს

0

27 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრანდიოზული წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა. მუნიიცპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, სპეციალური სცენა და განათებები დამონტაჟდა. ბოლნისელი მაყურებლისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ნიაზ დიასამიძემ, ჯგუფმა 33 ა და DJ GROTASK-მა იზრუნეს. მომღელებმა ცნობილი ჰიტები შეასრულებს და პუბლიკაც აიყოლიეს. ღონისძიების მსვლელობისას ბოლნისელებს მუნიპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი სცენიდან მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საახალწლო კონცერტს საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანიც ესწრებოდა.
ღონისძიება დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, რომელიც ლამაზი ფოერვერკით დასრულდა.


Share.

Comments are closed.