მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ახალი წარმომადგენელი წარუდგინა

0

2016-12-23_223649ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ნუკრი ანდრიაძესთან ერთად, სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: დარბაზში, ქვემო ბოლნისსა და ტალავერში გამგებლის წარმომადგენლები წარადგინა. “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადა. კონკურსი. პირობების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ შეაფასა აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად დარეგისტრირებული კანდიდატები და გამარჯვებულები თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, იმედი აქვს, რომ ახალი სახეები ნაყოფიერად იმუშავებენ, რაც დადებითად აისახება სოფლებზე.


Share.

Comments are closed.