კომპანია „არემჯიმ“ ბოლნისისა და კაზრეთის მოსახლეობას კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქა

0

15292856_1359026830774122_1777204719_o8 დეკემბერს ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან ოთხმოცი და სასცენო მოღვაწეობიდან სამოც წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო გაიმართა.

კომპოზიტორმა საკუთარი სიმღერები ააჟღერა და აღნიშნა, რომ სიცივის მიუხედავად, ძალიან დიდი სითბო იგრძნობა ბოლნისელი მაყურებლისგან, რადგან სავსე დარბაზი ხაზს უსვამდა შემოქმედებისადმი პატივისცემას და მოკრძალებას.

ოთხმოცი წლის იუბილარმა მომღერალ ზურა კობეშავიძესთან ერთად შეასრულა ულამაზესი ცნობილი სიმღერები, რომელმაც  დარბაზიც აამღერა.

ვაჯა აზარაშვილის მეუღლემ პოეტმა მანანა დანგაძემ კი საღამო საკუთარი ლექსებით გაალამაზა.

ვაჟა აზარაშვილი, სახალხო არტისტი, კომპოზიტორი:

-პირველ რიგში  მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც სიცივის მიუხედავად, მოვიდა ჩემს საღამოზე, მადლობა გენერალურ სპონსორს კომპანია „არემჯის“, რადგან მან გადაწყვიტა საღამოს ბედი. ვიყავით საქართველოს უამრავ ქალაქში, სადაც დიდი სითბო და სიყვარული მივიღეთ, ბოლნისელი მაყურებლისგანაც იგივეს ვგრძნობ და მიხარია, რომ ამ ასაკშიც შემიძლია  სცენაზე ვიდგე და ვიმღერო, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.

ზურაბ კობეშავიძე, მომღერალი:

-ძალიან მიყვარს ბოლნისელი მსმენელი, რადგან დიდი სითბო იგრძნობა თითოეული მათგანისგან. ვულოცავ ბატონ ვაჟას იუბილეს. ვუსურვებ დიდხანს დგომას სცენაზე, რადგან  ყველასთვის საყვარელი ადამიანია. მას სიკეთის კაცს ეძახიან, რადგან ამისთვისაა დაბადებული.

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

-ის რომ საქართველოს ქალაქებში აღინიშნება დიდი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო,  ნიშნავს რომ ქართველი ხალხი აფასებს ამ დიდ ადამიანს. არ შეიძლებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოკლებოდა ამ ლამაზ დღეს, მაგრამ რომ არ ყოფილიყო კომპანია „არემჯი“ გენერალური სპონსორის სახით, არ შედგებოდა ეს საღამო და სირცხვილი იქნებოდა ბოლნისური კულტურული ცხოვრებისთვის. ამიტომ  მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია „არემჯის“ გვერდში დგომისთვის, მან მოგვცა საშუალება მოვფერებოდით ამ დიდ გენიოსს.

მზევინარ აზარაშვილი, კომპანია „არემჯის“ თანამშრომელი:

-აღფრთოვანებული ვარ, ულამაზესი საღამო იყო, გენიაა ბატონი  ვაჟა და მართლა სირცხვილი იყო დღეს აქ რომ არ ვყოფილიყავით. მადლობა კომპანიის მენეჯმენტს, რადგან ბოლო ორი წელია,  საკმაოდ დიდ ყურადღებას იჩენენ თითოეული თანამშრომლისა თუ მოსახლის მიმართ. რაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა, ყველამ იგრძნო ეს. არასდროს ავიწყდებათ როგორც ქველმოქმედება, ისე კულტურული ღონისძიებები და ამ მხრივ ძალიან გვანებივრებენ.

15368710_1359018744108264_333010732_o 15368750_1359018670774938_339022998_o 15368769_1359023317441140_1931336391_o 15368905_1359023344107804_1593255090_o 15369667_1359023964107742_737826819_o 15369877_1359026247440847_744015635_o 15369880_1359020074108131_2063381316_o 15387359_1359026490774156_1607152854_o 15387452_1359023307441141_2139508336_o 15397721_1359023910774414_1587317496_o 15399054_1359026364107502_639592218_o 15399057_1359026320774173_925532155_o 15409446_1359020084108130_216274855_o 15409522_1359026307440841_1781421011_o 15409770_1359023967441075_1429198722_o 15409897_1359026600774145_1521705555_o 15417771_1359020087441463_1259118413_o 15419304_1359023914107747_118973994_o

 


Share.

Comments are closed.