„თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩნეთ“ – აქციას ბოლნისიც შეუერთდა

0

15304328_1332063313521451_7571164022053605306_oბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნით დღეს ბოლნისში ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის” ექიმები ჩამოვიდნენ. უანგარო დონორთა აქციაში ,, გაიღე სისხლი- აჩუქე სიცოცხლე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ჩაერთნენ.
სისხლის დონაციის აქციაში 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეთა მიერ ჩაბარებული სისხლის გამოკვლევა ,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოოგის ინსტიტუტში” არსებული ლაბორატორია ში მოხდება, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ამერიკული კომპანიის, Johnson & Johnson -ის აპარატურით, სადაც კომპლექსური ანალიზატორების წყალობით ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს ამ ანალიზატორების მეშვეობით ჩაუტარდებათ კვლევები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხო სისხლის მისაღებად. კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები(კონფიდენციალურად,დალუქულ მგომარეობაში) გემოგლობინის და საერთო სისხლის ანალიზის გარდა კვლევები ტარდება ვირუსებზე, (შიდსი, სიფილისი, Aჰეპატიტი, B, ჰეპატიტი, C ჰეპატიტი), ასევე ხდება რეზუს და ჯგუფის დადგენა.
ინსტიტუტში მკურნალობას გადიან ლეიკემიით დაავადებული პაციენტები. ასევე, სისხლის ბანკიდან სისხლითა და მისი კომპონენტებით მარაგდება საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი კლინიკა და თავად ინსტიტუტის პაციენტები.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს გულისხმიერებისთვის ინსტიტუტის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.


Share.

Leave A Reply