ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წინასაახალწლოდ საქველმოქმედო აქცია მოაწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მასშტაბური საქველმოქმედო აქცია მოაწყო. ლილი თავშავაძე ერთ-ერთი იმათთგანია, ვისაც საახალწლო ნობათი გადაეცა. მასთან ერთად საჩუქარი ოცდაოთხმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად მათ პირადად ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საკრებულოს წევრების ინიციატივით, ერთ წელზე მეტია საქველმოქმედო ფონდი ფუქციონირებს, სადაც პირადი შემოსავლებიდან თანხას სხვების დასახმარებლად აგროვებენ.

დეპუტატები საახალწლო ნობათით ხელდამშვენებულები სრულიად მოულოდნელად ესტუმრნენ და გაახარეს სოციალურად დაუცველი ოჯახები.


Share.

Comments are closed.