ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი მოადგილე ჰყავს

0

15403775_1346952338699215_3348494931052645883_oდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა, სამსახურის უფროსებსა და ადგილობრივ მედიას გამგებლის პირველ მოადგილედ, პროფესიით გეოლოგი, ჯუმბერ (ბუბა) გობეჯიშვილი წარუდგინა. დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ახლადდანიშნული მოადგილე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთათვის ახალი კადრი არ არის და ის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, დაწინაურებამდე კი იკავებდა მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის ადგილს.
,,კადრი, რომელიც ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, მჯერა წარმატებულად და ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“,- ამ სიტყვებით დაასრულა მოადგილის წარდგენა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ჯუმბერ გობეჯიშვილმა დავით შერაზადიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


Share.

Comments are closed.