ადამიანთა უფლებათა ცენტრის ვიზიტი ბოლნისში

0

15658129_1180081382106602_427787386_oდღეს ადამიანის უფლებათა ცენრის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში ადგილობრივ ქალბატონებსა და აზერბაიჯანელ მოზარდებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემების შესწავლას და მათი ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების შესახებ.

თამარ ლუკავა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალური კოორდინატორი:

-ჩვენ თებერვლიდან ვახორციელებთ აღნიშნულ პროექტს, რომლის მიზანიცაა ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მსხვერპლთა უფლებების დაცვა. ასევე პროექტით გათვალიწინებულია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ ეტაპზე ჩვენ ვანხორციელებთ გეგმიურ მონიტორინგს და ვხვდებით სამიზნე ჯგუფებს. ჩვენი ძირითადი მიზანია ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებს გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, პროექტის ფარგლებში „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ აწყობს ვიზიტებს ქვემო ქართლსა და კახეთის იმ სოფლებში, რომლებიც მოწყვეტილია მუნიციპალიტეტის ცენტრს, ავრცელებს ინფორმაციას პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული სერვისების შესახებ და ადგილზე უწევს ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას.


Share.

Comments are closed.