ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საბაზისო საფეხურის 94 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დასაჩუქრდა. კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო, რომელიც მოსწავლეებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.
უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ და ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა საბაზისო საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბოლნისში 20 წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა Lenovos ბრენდის პერსონალური კომპიუტერით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და წარჩინებულ მოსწავლეთა ოდენობაც ყოველწლიურად მატულობს. საკონფერენციო დარბაზში კომპიუტერების გადაცემის დასრულების შემდეგ, წარჩინებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, რესურსცენტრის ხელმღვანელმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.