ფოთლების დაწვა ჯარიმდება

0

img_2539შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი ფოთოლცვენისას ასეთი შემთხვევები ხშირია. შეიძლება ბევრმა არც კი იცის თუ რამდენად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჰაერში გავრცელებული ნამწვი. ფოთლების, ასევე მეორადი საბურავებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ნარჩენების კვამლი გამოყოფს მიკრონაწილაკებს, რომლებიც ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. ფოთლების წვა აბინძურებს ნიადაგსაც. აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი სამსახურები გარკვეულ ზომებს მიმართავენ. ნარჩენების მართვის კოდექსით ფოთლების დაწვა 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.


Share.

Comments are closed.