ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბოლნისში საიმფორმაციო შეხვედრა გამართა

0

14975719_1001850223277926_600486311_oსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შეხვედრაზე, საერთაშორისო  შემოსვლების სტატისტიკის საფუძველზე შეაჯამა განვლილი წლები და ისაუბრა ტურისტების რაოდენობის ზრდასა და სამომავლო გეგმებზე.  ხაზი გაუსვა საოჯახო სასტუმროების მნიშვნელობას და იმ ფაქტორებს რისი საშუალებითაც უნდა განვითარდეს ტურიზმი ჩვენს რეგიონში.

,, ტურიზმის სფეროში ჩართული და  დაინტერესებული მოქალაქეებისთვის  დავიწყეთ სემინარების ჩატარება. დაინტერესებულ პირებს  სემინარების საშუალებით ვაწვდით იმფორმაციას იმის შესახებ თუ რა პერსპექტივები აქვს ამა თუ იმ რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით. ვაძლევთ რჩევებს საოჯახო სასტუმროების მფლობელებს. აუცილებელია ჰქონდეთ სწორი იმფორმაცია რათა ეფექტურად   იმუშაონ  და დააკმაყოფილონ ტურისტის მოთხოვნები. მინდა გითხრათ, რომ საოჯახო სასტუმროები დღეს  ძალიან მოთხოვნადია, რაც ერთგვარი ბიზნესია ჩვეულებრივი სოფლად მცხოვრები გლეხისთვის. ასევე დღეს ვისაუბრეთ იმ სიახლეებზე რომელიც იგეგმება თქვენს რეგიონში და რა პროცედურები მიმდინარეობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. ქვემო ქართლს უდიდესი პოტენციალი გააჩნია ამ კუთხით,“-განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების მთავარმა სპეციალისტმა თორნიკე გაგუამ.


Share.

Comments are closed.