საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა ბოლნისში სემინარი ჩაატარა

0

15211674_10154709970787230_1875625150_nსაჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გამართულ სემინარზე წარმოდგენილი იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი და ახალი კანონი. ასევე განხილული იყო ახალ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. სემინარის დასასრულს მოეწყო დისკუსია. მსგავსი სახის შეხვედრები საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

მანანა გელაშვილი, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე:

-საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი, ამერიკის პროფკავშირის სოლიდარობის ფინანსური ხელშეწყობითა და დახმარებით ახორციელებს სემინარებს სხვადასხვა თემაზე. ამ სემინარების ფარგლებში მოვაწყვეთ დღევანდელი შეხვედრა. განვიხილეთ საჯარო სამსახურის ახალი კანონი, რომელშიც შესულია ძალიან ბევრი ცვლილება, რაც მნიშვნელოვანი იქნება შრომით ურთიერთობებში. ამიტომ ვთვლით, რომ ყველა საჯარო მოხელემ კარგად უნდა იცოდეს თითოეული სიახლე. ასეთი სემინარები დაგეგმილი გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტში.

ილია ჭანტურაია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე:

-დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ჩავატარეთ სემინარი  ახალი საჯარო სამსახურის შესახებ.  მიმოხილული იქნა მოქმედი საჯარო სამსახურის კანონი. ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.  გავიარეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საჯარო სამსახურში ყურადსაღებია, გვქონოდა დისკუსია და ვფიქრობ  საინტერესოდ ჩაიარა. რა თქმა უნდა აუცილებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა იცოდნენ კანონის შესაბამისი რეგულაციები, რათა შეძლონ უფრო უკეთესად განახორციელონ ერთის მხრივ თავიანთი მოვალეობები, მეორეს მხრივ ჰქონდეთ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლებები.


Share.

Comments are closed.