მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა

0

_dsc012818 ნოემბერს ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ახალ საკანონმდებლო ორგანოში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბოლნისელთა ინტერესებს ორი მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი და კახა ოქრიაშვილი დაიცავენ.

საპარლამენტო მანდატი კიდევ ერთ ბოლნისელს, მიხეილ ყაველაშვილს ანდო ნაძალადევის ამომრჩეველმა. ყაველაშვილი პირველივე სხდომაზე ასოცდასამი ნულის წინააღმდეგ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წევრებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებების მიღწევა უსურვა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე და მიღწევებზე რის წინაშეც ქვეყანა დგას. მან 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

სხდომას კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვებოდა. პირველივე სხდომაზე ფარული კენჭისყრით, სრული უმრავლესობით აირჩა პარლამენტის თავჯდომარედ ირაკლი კობახიძე.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატია.18 ნოემბრის სხდომაზევე აირჩა თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიცესპიკერები, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ახლადარჩეულ პარლამენტში ქართულ ოცნებას 115 დეპუტატი ჰყავს, საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

ახლადარჩეულ პარლამენტის პირველ სხდომას ქვეყნის პირველი პირები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_dsc0065 _dsc0053

 


Share.

Comments are closed.