„დაბადებიდან გარდაცვალებამდე“

0

15233646_1153604428087631_978070155_o„დაბადებიდან გარდაცვალებამდე“ ასე ერქვა მუსიკალურ-ეთნოგრაფიულ სპექტაკლს, რომელიც ქალთა ანსამბლმა „იალონიმ“ ბოლნისელ მსმენელს შესთავაზა. ქართული საგალობლებით, ფოლკლორული და ქალაქური სიმღერებით ტრადიციული მუსიკის შემსრულებლებმა მაყურებელი საქართველოს უძველეს ისტორიაში ამოგზაურა და კულტურის სახლის სცენაზე ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხის დამახასიათებელი ტრადიციები ქორეოგრაფიული ელემენტებით წარმოადგინა.
ქართული ჟღერადობითა და მრავალხმიანობით „იალონი“ 2009 წლიდან მოღვაწეობს, ანსამბლის ძირითადი მიზანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ გაიტანოს ჩვენი კულტურა და მოახდინოს ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია.
საღამოს ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემიც ესწრებოდა.
სოსო კოპალეიშვილი, კულტურის ცენტრის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი:
-ანსამბლმა „იალონიმ“ თავისი სურვილით, ბოლნისში ქართული ფოლკლორის ზეიმი გამართა და მაყურებელს სანახაობრივი საღამო შესთავაზა. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ შემოქმედებითი კუთხით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანსამბლმა გასულ წელს, კულტურის სამინისტროს ეგიდით, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმოგზაურა და მაყურებელს ტრადიციული ფოლკლორული ნომრები წარმოუდგინა.
ნინო ნანეიშვილი, ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელი:
-ამ ქალაქთან, მეუფე ეფრემთან და სოსო კოპალეიშვილთან დიდი მეგობრობა და ურთიერთობა გვაკავშირებს, დღევანდელი ჩვენი სტუმრობაც სწორედ ამან განაპირობა. გვინდა მსმენელი საქართველოს კუთხეებში ვამოგზაუროთ და მოვახდინოთ ტრადიციული ქართული მუსიკის პოპულარიზაცია.


Share.

Comments are closed.