გოგი მეშველიანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შემადგენლობაშია

0

15085513_1522649994425294_7384432341099164045_n21 ნოემბერს გაიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა უძღვებოდა.

კომიტეტმა პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავა და ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის დებულებას, რომლის მიხედვითაც ამ მოწვევის პარლამენტში წარიმართება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დებულების ცალკეული პუნქტები, კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალში შეიძლება სამუშაო რეჟიმში შეიცვალოს. მისივე შეფასებით, კომიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და მის წევრებს წინ საინტერესო და დატვირთული საქმიანობა ელის.

სხდომაზე ასევე გაიმართა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები. რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარემ ისარგებლა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლებით და ამ თანამდებობაზე კოლეგებს ზაზა ხუციშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ენძელა მაჭავარიანი, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან – აკაკი ბობოხიძე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შემადგენლობაშია: თავმჯდომარე -კახაბერ კუჭავა,
პირველი მოადგილე – ზაზა ხუციშვილი; მოადგილეები: ენძელა მაჭავარიანი და აკაკი ბობოხიძე
წევრები: მახათაძე სულხანი, დანელია ოთარი, ხახუბია ირაკლი, თოლორაია ედიშერ, ბუკია გიგა, ლურსმანაშვილი კობა, კედელაშვილი ზაზა, მეშველიანი გოგი.

წყარო: parliament.ge


Share.

Comments are closed.