გასულ წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ინიციატივით, საგრანტო პროექტში, ბოლნისისა და იჯევანის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მყარი ნარჩენების მართვას ითვალისწინებდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დღეს ქალაქის ცენტრალურ გზაზე, რატევანიდან რაჭისუბნის შემოსასვლელამდე, სპეციალური ურნები განთავსდა, სადაც მხოლოდ პოლიეთილენი მოთავსდება.
„მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივად ვახორციელებთ მყარი ნარჩენების მართვას. დღეს ცენტრალურ გზაზე 30 ერთეული პოლიეთილენისთვის განკუთვნილი ურნა განვათავსეთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის კოორდინატორმა გილანი ჯაფარიძემ.
გია დემურაშვილი, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი :
-ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ მოხდეს ნარჩენების სეპარირება, იმედია შემდგომში მას დაემატება მუყაოსა და ქაღალდისთვის განკუთვნილი ურნები, წლის ბოლოსთვის ქალაქის პერიფერიულ უბნებზე 20-25 ურნა დაიდგმევა პოლიეთილენისთვის.