ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 შშმ პირს სამედიცინო ეტლები გადაეცა

0

15068961_1319191044808678_3093425802826017106_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად, დღეს სოფელ რაჭისუბანში მცხოვრებ 63 წლის გაიანე გავაშელიშვილს, საჩუქრად სამედიცინო ეტლი მიუტანა . ქალბატონმა გაიანემ გამოჩენილი ყურადღებისთვის მუნიციპალიტეტის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და სამედიცინო მედიკამენტებით დახმარება სთხოვა. დავით შერაზადიშვილმა მას მხარდაჭერა აღუთქვა.
სამედიცინო ეტლი დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ 66 წლის ვანო ინაძესაც გადასცა. როგორც ბატონმა ვანომ განახცადა, ერთი წელია ,რაც ეტლით სარგებლობს და მისი ეტლი მოძველებული გახლდათ. პირველივე თხოვნა მუნიციპალიტეტმა უყურადღებოდ არ დატოვა და დღეს მას უკვე ახალი ეტლი აქვს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს სამედიცინო ეტლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 პირს გადაეცა.
სამედიცინო ეტლები მუნიციპალიტეტს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს.


Share.

Comments are closed.