ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები ახალ პროექტს უერთდებიან

0

1366638138_wignebi-vebiდევიზით „შეავსე თარო, გადაარჩინე გარემო“ ბოლნისის ბიბლიოთეკები „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტს უერთდება. „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ბიბლიოთეკები იწყებენ მაკულატურის ჩაბარებას, გამოუსადეგარი, მოძველებული წიგნები და ნებისმიერი სახის ქაღალდი გაიცვლება ახალ წიგნებზე, რომლის საშუალებითაც მოხდება ბიბლიოთეკების ფონდის განახლება.

„პროექტის მიზანია გარემოს შენარჩუნება და ამავდროულად ბიბლიოთეკების განვითარება. უამრავი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი და წიგნი გროვდება სახლებში, რომელიც ჩაბარების შემთხვევაში გადამუშავდება და იქცევა ისევ ქაღალდად. წიგნის მოყვარულებს კი მიეცათ საშუალება უსარგებლო მაკულატურა გაცვალონ მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებზე. ამ პროექტში ბიბლიოთეკების ჩართვით „მაკულიტერატურა“ ხელს შეუწყობს სოფლის ბიბლიოთეკების განვითარებას, რეგიონებში მკითხველთა რიცხვის კიდევ უფრო ზრდას და მათი საინტერესო ლიტერატურით მომარაგებას. პროექტში ჩართულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის თერთმეტივე ბიბლიოთეკა. მოვუწოდებ მოსახლეობას, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვლილი ბიბლიოთეკების ფონდის განახლებაში“, – განაცხადა ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თეონა აბრამიშვილმა.


Share.

Comments are closed.