ბოლნისის მუნიციპალიტეტი საბაობის აღსანიშნავად ემზადება

0

14956557_1306629099398206_8587617092586130068_nდიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 358-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში 12 ნოემბერს აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყება.
12:00 სთ – დან – 17:00 -სთ – მდე – ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი).

12:00 სთ – დან -17:00 სთ-მდე – სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მიერ წარმოდგენილი გამოფენა გაიმართება.
საზეიმო პროგრამა მრავალფეროვანია და ის სხვადასხვა ფოლკლორული და თეატრალური წარმოდგენით იქნება დატვირთული.
სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის ეზოში 12:00 სთ – დან – 17:00 სთ -მდე – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა- გაყიდვა მოეწყობა.

12:00 სთ – დან 17:00 სთ -მდე – სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია იქნება შესაძლებელი.

ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, აღევლინება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

13:00 საათზე – სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში გაიმართება ბოლნისის ჰიმნის კლიპის პრეზენტაცია. მუსიკის ავტორი: დეკანოზი ბასილ ახვლედიანი

14 საათიდან საბაობისადმი მიძღვნილი კონცერტები დაიწყება, რომელსაც თანამედროვე ფოლკლორული ჯფუფი „ურსა“ დაასრულებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობას სახალხო დღესასწაულზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
ღონისძიებაზე დამსწრეთა მსურველებისთვის ტანძიის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი, რომელიც 12 ნოემბერს 11 საათიდან გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება.


Share.

Comments are closed.