ბოლნისელი ძიუდოისტები ეროვნულ ნაკრებში იასპარეზებენ

0

15240320_1152026098245464_1709705553_n26-27 ნოემბერს, თბილისში გაიმართა 2016 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძიუდოში. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულად ყოველი წლის ბოლოს ტარდება და იქ  გამოვლენილი საუკეთესო სპორტსმენებით საქართველოს ნაკრები გუნდი კომპლექტდება. ეროვნულ ჩემპიონატზე ბოლნისიდან ოთხი ძიუდოისტი ასპარეზობდა, ძლიერი ორთაბრძოლის მიუხედავად ლევან დადვანი და ბადუ ბერიანი ვერ გახდნენ ნაკრების წევრები, რაც შეეხება ფრიდონ გიგანსა და ნოდარ ბერიანს, მათ ღირსეულად მოიპოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა და როგორც მათი მწვრთნელი შერმადინ დადვანი აცხადებს „ამ ბიჭებს აქვთ დიდი პოტენციალი და ისინი არაერთხელ გვასახელებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე“.

ჩემპიონატის პირველ დღეს 73 კგ. წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა, მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 90 კგ. წონით კატეგორიაში ნოდარ ბერიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და პრიზიორი გახდა.


Share.

Comments are closed.