TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 53.8% მხარს “ქართულ ოცნებას“ უჭერს, ხოლო 19.5% – “ნაციონალური მოძრაობას”

0

28977160TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს, ხოლო 19.5% – “ნაციონალური მოძრაობას”.
TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ 5%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „თავისუფალი დემოკრატები” – 4.0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 2,7%.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის – დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.


Share.

Comments are closed.