„ქართული ოცნების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდ ა

0

14877879_1035199169936120_566432772_n წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. “ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. ჩვენი გუნდი შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”,-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

R


Share.

Leave A Reply