რუსთაველის თეატრი ბოლნისში

0

14500616_1271010579626725_4028511898694406534_oყველასათვის საყვარელი და ცნობილი სახეები: მურმან ჯინორია, ლევან ხურცია,  ტრისტან სარალიძე, დავით დარჩია და რუსთაველის თეატრის კიდევ რვა მსახიობი ბოლნისელმა მაყურებელმა ამჯერად განრისხებული მამაკაცების აპლუაში იხილა.

,,ამ  სპექტაკლში წარმოდგენილი არის 12 მსაკულნი რომლებიც არჩევენ მკვლელობის ფაქტს. განაჩენი უნდა გამოუტანონ ახალგაზრდა ბიჭს. ერთხმად გადაწყდება სიკვდილით დასჯა თუმცა, ერთი მსაჯულთაგანი შეეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას და ნელ-ნელა გაირკვევა, რომ შესაძლოა ეს ბიჭი უდანაშაულოა. თემატურობიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალური და საინტერესო პიესაა. სამწუხაროდ როგორც სხვა ქვეყანაში, ისე საქართველოშიც ხშირად იმარჯვებს უსამართლობა. ამ სპექტაკლით კი იმის თქმა გვინდა, რომ ყოველთვის აუცილებელია დაფიქრება, რათა უდანაშაულო ადამიანი არ იყოს მსხვერპლი. ვფიქრობ ბევრ მაყურებელს დააფიქრებს ეს პიესა.  ჩვენ უკვე ვესტუმრეთ ამ სპექტაკლით ხულოს, ზუგდიდს, ბათუმს და გადავწყვიტეთ მოვიცვათ საქართველო. ვინც ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას ჩვენ მივდივართ მათთან,“- განაცხადა bolnisi.ge-თან  რეჟისორმა რობერტ სტურუამ.

ამერიკელი დრამატურგის რეჯინალ როუსის პიესის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა საქართველოს რეგიონების შემდეგ ბოლნისში გადმოინაცვლა.  ,,12 განრისხებული მამაკაცი“ რუსთაველის თეატრმა პირველად 2006 წელს ითამაშა, მას შემდეგ არაერთი სცენა გამოიცვალა და დღემდე მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

,,კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ბოლნისის ისტორიაში,“-  ასე შეაფასა მაყურებელმა რუსთაველის თეატრის ვიზიტო ბოლნისში.

,,მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს  ბოლნისს სტუმრობს ბრწყინვალე თეატრი და ისეთი უდიდესი პიროვნება როგორიცაა ბატონი რობერტ სტურუა“, – განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებულ გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ და ბოლნისის სახელით, რეჟისორს სამახსოვროდ ბოლნური ჯვარი გადასცა.


Share.

Leave A Reply