მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატი, სოფელ რაჭისუბნის, ცურტავისა და ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა

0

14859832_211090332649880_2227911001476074261_o„პირველ რიგში მსურს მადლობა გადაგიხადოთ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.“-„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა, საარჩევნო შტაბის უფროსთან ნუკრი ანდრიაძესთან და აღმასრულებელ მდივანთან გიორგი მირიანაშვილთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრა დილიდან დაიწყო.
მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატი, სოფელ რაჭისუბნის, ცურტავისა და ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა და 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და მახარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ეს არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია , თქვენ ირჩევთ ბოლნისის მომავალს და არა პიროვნებას. პირველ ტურში მე ხმათა რაოდენობის 49.02% მივიღე , რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ ჩემი გჯერათ და მაქვს სტიმული თქვენთან ერთად ვიბრძოლო ბოლნისის უკეთესი მომავლისთვის. თითოეული თქვენგანის ხმა გადამწყვეტია-თქვენ ქმნით ბოლნისის მომავალს!“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

R


Share.

Comments are closed.