3 ოქტომბერს, ქალაქ ბოლნისში კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კომპანია 1 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „სიონს“ ყოველთვიურად დააფინანსებს და იზრუნებს მის განვითარებაზე.
„არემჯის“ მხრიდან მემორანდუმს ხელი კომპანიიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ მოაწერა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, საფეხბურთო კლუბის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
R