დავით შერაზადიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

0

14639630_211809709244609_5813954482935250374_nდღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა, საარჩევნო შტაბის უფროსთან ნუკრი ანდრიაძესთან და აღმასრულებლ მდივანთან გიორგი მირიანაშვილთან ერთდ მორიგი შეხვედრა ამჯერად , სოფელ რატევნის, ქვეშის, დარბაზის, ტანძიის და დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან გამართა. დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივებს არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და კვლავ მხარდაჭერისკენ. „მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენს მიერ დაწყებული საქმეები, განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც მიმართულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ. საბოლოო გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია -მოდით არჩევნებზე და 30 ოქტომბერი -ერთად ვაქცოთ ერთიანი გამარჯვების დღედ!“- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა.

R


Share.

Comments are closed.