ბოლნისში მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

0

1413991506665906ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს. ბოლნისში მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში ხუთი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზე 49,5% გავიდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი დავით შერაზადიშვილი, ხოლო მეორეზე 30,72% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ტრისტან ბერიძე, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი 50%-იანი ბარიერის გადალახვა, ამიტომ გახდა საჭირო მეორე ტურის დანიშვნა, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ-ჯერობით უცნობია.


Share.

Comments are closed.