20 ოქტომბერს 14.00 საათზე ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გერმანელი მწერლის კლაუდია რუშის შემოქმედების პრეზენტაცია მოეწყობა. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება.
პრეზენტაციამდე კი ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წარმოგიდგენთ პერფორმანს ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობის შვაბი გერმანელების სამოსის გამოყენებით.